ცოტა რამ 

ჩვენს შესახებ

კომპანია “არდის” ძირითადი საქმიანობა არის მეტალოპლასტმასის და ალუმინის კონსტრუქციების წარმოება და რეალიზაცია.
კომპანიის მისია არის: ვაწარმოოთ ნებისმიერი სირთულის უმაღლესი ხარისხის მეტალოპლასტმასის და ალუმინის  პროდუქცია, შევისწავლოთ მომხმარებლის ინტერესები და სურვილები და ვიზრუნოთ მათზე. კომპანია ჩამოყალიბდა ამ მისიის შესარულებლად და ცდილობს იყოს მომხარებელზე ორიენტირებული, რამაც აუცილებელი გახადა მარკეტინგული მომსახურეობის და სამომხმარებლო დეპარტამენტების ჩამოყალიბება.

გამოცდილება

კომპანია “არდი” მოღვაწეობს დასავლეთ საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 10 წლიანი გამოცდილებით. აქედან გამომდინარე ჩვენ გაგვაჩნია დიდი რესურსი არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის დამზადებაში, არამედ მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით სწორად შექმნილი პროდუქტის შეთავაზებაში. ჩვენ ვასრულებთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ შეკვეთებს.

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი  პროექტებში.

პერსონალი

კომპანიაში დასაქმებულია მაღალ კვალიფიცირებული ხალხი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის და ნებისმიერი მოცულობის სამუშაო. ამ ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც გამოწვეულია მომხმარებელში მეტალოპლასტმასის და ალუმინის  ნაწარმზე მოთხოვნის გაზრდით.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა

ეკოლოგიურად სუფთა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება

ალუმინის სისტემები

იზოთერმული ალუმინის პროფილებისგან დამზადებული კარ-ფანჯარა და ვიტრაჯები

ფარდა ჟალუზები

მაღალი ხარისხის ფურნიტურა აქსესუარები თქვენი კარ-ფანჯრისთვის

მინის მოაჯირები და კარებები

მინისგან დამზადებული მოაჯირები, კარებები და საშხაპეები