1. მეტალო-პლასტმასის კონსტრუქციების მონტაჟს ადგენენ (ან ითვალისწინებენ) საპროექტო დოკუმენტაციაში.
(აქ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული როგორც კლიმატური, აგრეთვე სხვა გარეშე ფაქტორებიც: კედლების განლაგება, მათი გადაკვეთა და ა.შ.)
2. მონტაჟს უნდა ანხორციელებდნენ ან ამ სფეროში სპეციალიზირებული ფირმები, ან მემონტაჟე ბრიგადები, რომელთაც აქვთ საკმაო გამოცდილება.
მონტაჟის დასრულებისა დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ითვალისწინებს მონტაჟის ხარისხის გარანტიას.
3. შემკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია მიაწოდოს მას მონტაჟის ინსტრუქცია დამტკიცებული ხელმძღვანელობის მიერ: ნახაზები, გამოყენებული მასალის ჩამონათვალი და აგრეთვე განუმარტოს მას მონტაჟის ოპერაციის თანამიმდევრობა.
4. მხარეთა შეთანხმებისას მონტაჟი აგრეთვე ითვალისწინებს შემდგომ პროცესებს: მეტალო-პლასტმასის კონსტრუქციებსა და კედელს შორის არსებული სიცარიელის დაფარვას მთელს პერიმეტრზე,
რაშიც გათვალისწინებულ უნდა იქნას როგორც გარეგანი ფაქტორები (წვიმა, ქარი, თოვლი და ა. შ ), ასევე ობიექტის შიდა დიზაინი და კარ-ფანჯრის განლაგება.
5. მონტაჟისას დუბელების სახეობას და ქაფის რაოდენობას განსაზღვრავენ საპროექტო დოკუმენტაციაში, სადაც ხელოსნები ითვალისწინებენ კედლების სიღრმეს და კარ-ფანჟრის სიგანეს.
სასურველია გამოყენებულ იქნას ანკერები არა უმცირეს 100მმ-ისა, ხოლო მანძილი მათ შორის არ უნდა აღემატებოდეს 700მმ-ს.
6. კარებების მონტაჟისას ჰორიზონტალური და ვერტიკალური ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 1,5მმ-ს 1მ-ზე და 3მმ-ს კონსტრუქციის სიმაღლეზე.
პროდუქცია მონტაჟდება ცენტრალური ვერტიკალური ზოლის სიმეტრიულად.
7. მონტაჟისას კარებსა და კედელს შორის არსებული სიცარიელის ამოსავსებად იყენებენ სამონტაჟო ქაფს. იგი ამყარებს ამ კონსტრუქციებს და მეტ სიმტკიცეს მატებს მას.
სამონტაჟო სამუშაოები შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
1. მონტაჟის წინა მოსამზადებელი ეტაპი;
2. ახალი ჩარჩოების მომზადების ეტაპი;
3. ძველი კარ-ფანჯრის დემონტაჟი;
4. თავიუფალი სამონტაჟო ადგილის მომზადება;
5. ახალი კონსტრუქციის მონტაჟი;
6. დამამთავრებელი სამუშაოები;
7. დასრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება.
მონტაჟის წინა მოსამზადებელი ეტაპი
აუცილებელია ფართის მომზადება ახალი კონსტრუქციის დასამონტაჟებლად. რა თქმა უნდა სასურველია ეს პროცესი ემთხვეოდეს სახლის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, მაგრამ თუ ეს ასე არ ხდება, აუცილებელია სპეციალისტებს გავუნთავისუფლოთ კარ-ფანჯრის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო იატაკზე და ავეჯზე რაიმე დავაფინოთ.
ახალი ჩარჩოების მომზადების ეტაპი
სანამ მოხსნიან ძველ ფანჯრებს, პროფესიონალი მემონტაჟეები დაათვალიერებენ მონტაჟის ადგილს, კიდევ ერთხელ გაზომავენ როგორც კონსტრუქციას,
ასევე მის დასამონტაჟებელ ადგილს და მოამზადებენ მონტაჟისთვის საჭირო ყველა აუცილებელ ხელსაწყოსა და ნივთს.
ძველი კარ-ფანჯრის დემონტაჟი
ჩვენი ფირმის კვალიფიციური მემონტაჟეები ისე აწარმოებენ ძველი კონსტრუქციების დემონტაჟს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს მათ გარშემო არსებული კედლები, რათა მონტაჟი იყოს ხარისხიანი და სწრაფი. დემონტაჟი – ეს არის ყველაზე ჭუჭყიანი და მძიმე პროცესი. რაც არ უნდა ვეცადოთ მტვერი მაინც წარმოიქმნება ძველი კონსტრუქციების დამონტაჟისას.
ახალი კონსტრუქციის მონტაჟი
უშუალოდ მონტაჟის განსახორციელებლად საჭიროა შემდეგი სამუშაოები:
� ჩარჩოს დაყენება (მინაპაკეტის გარეშე)
� ჩარჩოს გასწორება სამ სივრცეში.
� ჰიდროსაიზოლაციო ლენტების დაყენება, რომელიც იცავს მას დაზიანებებისგან;
� კონსტრუქციების დამაგრება სპეციალური სამაგრი ელემენტებით;
� ფანჯარასა და კედელს შორის არსებული სივრცის ჰერმეტულად დაფარვა სამონტაჟო ქაფით.
მიწოდების მომსახურეობა მოიცავს
1. მიწოდებამდე ერთი დღით ადრე მიმწოდებელი აზუსტებს შეკვეთის მიტანის ზუსტ დროს;
2. მიმწოდებელს შეკვეთის ადგილას საკუთარი ხარჯებით მიაქვს მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა და მისთვის საჭირო ყველა კომპონენტი;
3. მიმწოდებელი საკუთარი ხარჯით ანხორციელებს კონსტრუქციის ატანას დანიშნულების ადგილამდე;
4. დამკვეთი ხელს აწერს მიღება-ჩაბარების აქტს;
ჩვენს კომპანიას ჰყავს სპეციალურად მიწოდებისთვის გამოყოფილი მანქანა, ამიტომ შეკვეთის მიწოდება ხორციელდება დროულად. მიწოდების შემდეგ აუცილებელია დარწმუნდეთ შეკვეთის სრულფასოვნებაში.
მეტალოპლასტმასს უნდა ქონდეს სპეციალური დამცავი ლენტი.
ასევე უნდა იყოს დაცული ფერადი მასალაც. ხოლო რაც შეეხება კარ-ფანჯრის სახელურებს და სხვა აქსესუარებს, ისინი უნდა იყოს სპეციალურ შეფუთვაში.
მას შემდეგ, რაც თქვენ შეამოწმებთ მიწოდებულ შეკვეთას და ხელს მოაწერთ მიღება ჩაბარების აქტს, თქვენ პასუხისმგებელი ხდებით მასზე.