რატომ არის სასურველი კარ-ფანჯრის გამოცვლა?
საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას კარ-ფანჯრის გამოცვლა არის მეტად სერიოზული და საპასუხისმგებლო ნაბიჯი, ფანჯრები უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული და ისინი დამონტაჟებულ უნდა იქნას სწორი მეთოდით, რაც სამომავლოდ პროდუქციის ხანგრლივი საექსპლუატაციო ვადის საწინდარია. თან უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ფანჯრებს საცხოვრებელი ადგილისთვის ჩვენ ვარჩევთ ხშირ შემთხვევაში ცხოვრებაში ერთხელ.
ძველი ფანჯრების ახლით შეცვლის უპირატესობები
სახსრების ეკონომია. (ძველი ფანჯრების ახლით შეცვლით ხდება დიდი რაოდენობით თბილი ჰაერის შენარჩუნება საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას, მეტალოპლასტმასის ფანჯრების დაყენების შემთხვევაში კი ეს მონაცემი თითქმის სამჯერ იზრდება)
ხმაურის დონის შემცირება. (ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დიდი ქალაქის მაცხოვრებლებისათვის და რაღა თქმა უნდა სამუშაო ადგილას მყუდრო გარემოს შექმნისათვის.)
მოვლის გაადვილება. (მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დაყენების შემთხვევაში თქვენ საგრძნობლად გაგიადვილდებათ მათი მოვლა. ამ ფანჯრებს არ სჭირდება არანაირი შეღებვა ან შპაკლით დამუშავება რათა მოხდეს მათი რესტავრაცია.)
სახლის ფასადის განახლება. (ძველი და დროისგან გაცვეთილი ფანჯრები არაესთეტიურია, ხოლო ახალი და სახლის დიზაინზე მორგებული ფანჯრები არა მხოლოდ ალამაზებს სახლის ფასადს, არამედ ზრდის მის ღირებულებასაც.
დიდი ხანია წავიდა ის დრო, როდესაც მეტალოსპლასტმასის ნაწარმი ასოცირდებოდა მხოლოდ თეთრ ფერთან. ფერების არჩევანის ფართო სპექტრი ასე შეიძლება დავახასიათოთ 21 საუკუნის მეტალოპასტმასის კონსტრუქციები. უკვე არსებობს როგორც ფერების, ასევე ფორმების მრავალფეროვანი ნიმუშები, რაც გვაძლევს უფლებას ვთქვათ რომ მეტალოპლასტმასის პროდუქცია ვიზუალურად დიდად აღარ განსხვავდება ხისგან დამზადებული ნაწარმისგან.
ხის თუ მეტალოპლასტმასის კონსტრუქცია?
კარ-ფანჯრის არჩევისას ხშირად ფიქრობენ იმაზე, თუ რომელი აირჩიონ ხის თუ მეტალოპლასტმასის? რომ გაგიადვილდეთ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია სწორად შევაფასოთ თითოეული მათგანის უპირატესობები და ნაკლოვანებები.
ხის კონსტრუქციის ყველაზე დიდი უპირატესობა არის მხლოდ ის რომ ის არის ხის კონსტრუქცია! არსებობს ხალხის ისეთი კატეგორია რომელიც უპირატესობას ანიჭებს ხის კონსტრუქციებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს უპირატესობები აბსურდულია. ხალხში გავრცელებული ყველა მითი და ფაქტი მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:
მითები
1. ძველ ისტორიულ შენობებში არ შეიძლება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დაყენება, რადგან ისინი ვიზუალურად განსხვავდებიან ხის ფანჯრებისაგან და არღვევენ საერთო ფასადს.
2. ის კონსტრუქციები სუნთქავენ, ხოლო მეტალოპლასტმასი არა.
3. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები იორთქლება, ხოლო ხის კონსტრუქციები არა.
4. მეტალოპლასტმასის ჩარჩოები წლების განმავლობაში ყვითლდება და ვერ ინარჩუნებს თავის საწყის ფერს. მეტალოპლასტმასის ჩარჩოები მზადდება სპეციალური მასალისგან, რომელიც იკავებს მტვერს და ჭუჭყს. ამიტომ კონსტრუქცია არანაირად არ კარგავს საწყის ფერს.
ფაქტები
1. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა შეიძლება დამზადდეს ისე, რომ იგი ვიზუალური თვალსაზრისით არ განსხვავდებოდეს ხის ფანჯრებისაგან. ეს შეიძლბა განხორციელდეს ლამინირებული პროფილის არჩევით და სასურველი ხის ფერის მასალის შეხამებით.
2. ხის კონსტრუქციებს ხშირ შემთხვევაში უსმევენ ლაქს ან საღებავს. ცნობილია, რომ ეს ნივთიერებები ჰაერგაუმტარია, ამიტომ ამ მეთოდით დამუშავებული ხის კონსტრუქციები ისევე სუნთქავენ, როგორც მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები
3. არც ხის და არც მეტალოპლასტმასის კონსტრუქცია არ უნდა იორთქლებოდეს შიგნიდან, თუ იგი სწორადაა აწყობილი და დამონტაჟებული.
4. თუ მომხარებელი იშვიათად მაინც გაწმინდავს მას მტვრისაგან. რაც შეეხება ხის კონსტრუქციებს, მათ მხოლოდ მტვრისგან გაწმენდა არ შველით, რადგან წლიდან წლამდე ესაჭიროებათ ლაკით, საღებავით ან სხვა მასალებით დამუშავება, ეს საბოლოო ჯამში საგრძნობლად აძვირებს მათ ღირებულებას.
გააკეთეთ სწორი არჩევანი?
ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თუ რომელი მასალისგან დამზადებულ კონსტრუქციას დაამონტაჟებთ თქვენს საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას.